სხვადასხვა

ბოტანიკური ბაღი

      ნიკეას დასახლების დასასრულს მდებარეობს ,,ბოტანიკური ბაღი“, რომელსაც ახლა ასე უწოდებენ, ადრე  ის წარმოადგენდა ნორჩ ნატურალისტთა სადგურს, რომელიც შეიქმნა ქუთაისში გასული საუკუნის 50-იანი წლებში და ფუნქციონირებდა  90-იან წლებამდე, როგორც სკოლის გარეშე საგანმანათლებლო დაწესებულება. წლების მანძილზე მას ხელმძღვანელობდნენ: ოლია კვატაშიძე, შალვა ნიკოლეიშვილი, მურთაზ ქორიძე, ტრისტან დადუნაშვილი და სხვები.  სტრუქტურულად კი გამოიყურებოდა ასე:  დირექტორი, მოადგილე, ორგანიზატორი, მასწავლებლები და ტექნიკური პერსონალი (დაახლოებით 20 კაცი)
სოფლის მეურნეობა და ეკოლოგიის განყოფილება მოიცავდა 14 წრეს: მეფრინველეობის, მეკურდღლეობის, მეხილეობის, დეკორატიული მებაღეობის, ბუნების დაცვის და ეკოლოგიის, მეყვავილეობის, სამკურნალო მცენარეების, სუბტროპიკული მცენარეების,  ბოტანიკის, აკვარიუმის მოყვარულთა, ფოტომოყვარულთა, ტექნიკური  კულტურებისა და მეტეოროლოგიის. ნორჩ ნატურალისტთა სადგურის განკარგულებაში იყო სააკმაოდ დიდი ტერიტორია,  მოსწავლეთა და მათ ხელმძღვანელთა მიერ მოყვანილი ბოსტნეული, ყვავილებისა და ხეხილის ნერგები ბარდებოდა შესაბამის სტრუქტურებს, ხოლო შემოსული თანხა ირიცხებოდა სადგურის ბიუჯეტში. ასევე მათი რეალიზება ხდებოდა საქველმოქმედო მიზნითაც. მაგალითად მწვანილისა და ხილის მიწოდება ინტერნატებსა და ბავშვთა სახლებისათვის და ა.შ.
   ნორჩ ნატურალისტთა სადგურში სწავლა და საქმიანობა მოიცავდა სხვადასხვა აქტივობებს, აქ მოსწავლეები არა მარტო ეცნობოდნენ ბუნებას, არამედ მათ ასევე უვითარდებოდათ სამყაროსთან სწორი და ჯანსაღი ურთიერთობის უნარ-ჩვევები. წარგზავნილები წარმატებით მონაწილეობდნენ დარგობრივ საქალაქო და რესპუბლიკურ კონფერენციებსა და გამოფენებში, რისი საფუძველიც იყო ადგილზე არსებული გამართული სტრუქტურა და პროფესიონალთა აკადემიური კადრი. დღეს ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე არის სასტუმრო და რესტორანი. თუმცა კეთილმოწყობის  შემდეგ შეიძლება მას სხვა დატვირთვაც და ფუნქციაც მიეცეს, მაგალითად იქცეს სარეკრეაციო ზონად, აქ არის მცირე მოცულობის ხელოვნური ტბა,რომლის მოუვლელია და საჭიროებს განახლებას.






















                                                                                       ვაჭრობა
                                                                                   ნიკეას ბაზარი 

            ნიკეას ქუჩაზე დიდი ტერიტორია უკავია საბითუმო ბაზრობას, რომელიც 10 წელია რაც ემსახურება ქალაქის მოსახლეობას, აქ თავს იყრის საქართველოს თითქმის ყველა კუთხის სოფლის მეურნეობის პროდუქცია.   






















                                                                          რესტორნები, ბანკები











                             
                                                                    პოლიცია, დაცვის პოლიცია

    დაცვის პოლიცია ნიკეას ქუჩაზე მუშაობს 40 წელია, ამჟამად  დასაქმებულია 60 თანამშრომელი. თანამედროვე პოლიციის შენობა გაიხსნა 2011 წელს, დასაქმებულია 42 ადამიანი.
                                                           








                                                                               ჯანმრთელობა


      ნიკეას ქუჩაზე მდებარე N 4 პოლიკნინიკა გაიხსნა 1989 წელს, აქ დასაქმებულია 117 მოსამსახურე პერსონალი.












Comments

Popular posts from this blog

სახელწოდება ,,ნიკეა“

საბერძნეთის ქალაქი ნიკეა

ნიკეას ქუჩის ზოგადი დახასიათება