მომავალი განვითარების გეგმა

                                             
    უახლოეს 10 წელიწადში ნიკეა უნდა გახდეს ადგილი, სადაც იმუშავებს და დასაქმებული იქნება მოსახლეობის დიდი ნაწილი.  ქალაქის მთავრობის მიერ სამომავლოდ  გათვალისწინებულია, ნიკეას უბანს შეუფერხებლად მიეწოდოს 24-საათიანი   სასმელი წყალი, ელექტროენერგია და გაზი.   სანიაღვრე სისტემები, ქუჩაში ნარჩენების, ცელოფნებისა თუ სხვა ნაგავის პრობლემა აღარ იარსებებს. საჯარო ადგილების დასუფთავებასა და მოვლას დაეთმობა მეტი ყურადღება. ქუჩაში ივლის ეკოლოგიურად სუფთა სატრანსპორტო საშუალებები, იფუნქციონირებს წყლისა და ჰაერის ხარისხის მონიტორინგის პუნქტი ან ლაბორატორია. სრულყოფილად მოწესრიგდება ქუჩის შიდა და გარე განათება,   პარკირების სისტემა,  ქუჩის შიდა გზები,  საცხოვრებელ მრავალსართულიან სახლებს  გაუკეთდება თანამედროვეობის შესაბამისი, ქუჩის შესახვევებისა და ბინების ნუმერაციული აღნიშვნები, ტრანსპორტის ოფიციალურ გაჩერებებზე გაკეთდება  ტრანსპორტის მოძრაობის ამსახველი საინფორმაციო დაფები.  მსგავსი ინფორმაციისა და სარეკლამო რგოლებისათვის უმჯობესია  ელექტრონული ეკრანების გამოყენება.
      ქალაქის მესვეურები  თავიანთი საქმიანობის  მუდმივ პრიორიტეტულ მიმართულებად  სახავენ ნიკეას უბანში   სკვერების,  დასასვენებელი ადგილების, სპორტული კომპლექსების მოწყობას,  ქუჩის გამწვანებაზე მუდმივ ზრუნვას, თანამედროვე  ევროპული ქალაქისათვის დამახასიათებელი  უახლესი ინფრასტრუქტურის მოწყობას,  რათა თავი დავაღწიოთ საბჭოთადროინდელ  ნაცრისფერ ქალაქს.  რიცხობრივად შემცირდება ნიკეას უბნის  მოსახლეობის სოციალურად დაუცველი ფენა,  მათ საჭიროებებზე მორგებული სოციალური პროგრამების ამოქმედებით . საჯარო სკოლებსა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში განვითარებული და მოწესრიგებული იქნება ინფრასტრუქტურა, მატერიალურ-ტექნიკური ბაზა -გამართული და დროის მოთხოვნების შესაბამისი. კულტურული და სპორტული ინფრასტრუქტურის, საკლუბო დაწესებულებების,  სპორტული და ჯანსაღი ცხოვრების განვითარებისათვის შეიქნება მაქსიმალური ხელშეწყობი გარემოპირობები.  ამუშავდება ახალგაზრდობის ჩართულობის მხარდამჭერი პროექტები.  ნიკეა გახდება  საერთაშორისო ან ეროვნული მნიშვნელობის სპორტული და კულტურული ღონისძიებების ადგილი. 
                                                                     
             
                  
                                                                                        ტურიზმი

  იმერეთის  რეგიონი ტურისტული თვალსაზრისით საინტერესო ზონას წარმოადგენს ეროვნული პარკებით, დაცული ტერიტორიებით, არქიტექტურული და კულტურული ძეგლებით.  რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ქალაქში შემოსულ სტუმარს ან ტურისტს ქუჩის დათვალიერება მოუნდეს? საჭიროა დასასვენებელი ბაზებისა და სკვერების მოწყობა, კეთილმოწყობილი სასტუმროების, ღვინისა და სამზარეულოს კარგად დაგეგმილი ტურიზმის განვითარება. ამ მხრივ ნიკეას  ე.წ. ბოტანიკური ბაღის გამოყენება შეიძლება, ასევე. შესაძლებელია ტურისტთა ნაკადის მოსაწესრიგებელი ცენტრის  დაფუძნება,  რომელიც გაანაწილებს დასავლეთ საქართველოს კურორტებსა და დასასვენებელ ბაზებზე დასვენების მსურველებს. ნიკეას ქუჩაზე აუცილებელია  არსებობდეს  მონუმენტური ძეგლი/ ძეგლები, რომელიც შეიძლება  ისტორიულ თუ სხვა  შინაარსს ატარებდეს და, გარდა ამისა, ლამაზი, შინაარსიანი და მიმზიდველი თვალსაჩინოებაც იყოს.

Comments

Popular posts from this blog

სახელწოდება ,,ნიკეა“

საბერძნეთის ქალაქი ნიკეა

ნიკეას ქუჩის ზოგადი დახასიათება