განათლება
ნიკეას ქუჩაზე ფუნქციონირებს სკოლამდელი აღზრდის
დაწესებულებები. N20 საბავშვო ბაღი მუშაობს 1983 წლიდან. N 27 კი მუშაობს 1988 წლიდან, აქ დასაქმებულია
118 მომსახურე პერსონალი და განათლებას იღებს
692 აღსაზრდელი.
ნიკეას დასახლებაში ფუნქციონირებს N17 და N 40, აფხაზეთის N 6 საჯარო სკოლები, რომლებშიც დასაქმებულია 160-მდე პედაგოგი, სწავლობს და განათლებას იღებს 2000-მდე მოსწავლე. სკოლები აღჭურვილია
კომპიუტერული ტექნიკით და ჩართულია ინტერნეტ ქსელში, მატერიალურ-ტექნიკური ბაზა დამაკმაყოფილებელია, თუმცა საჭიროებს
განახლებას.
ქუთაისის
N17 საჯარო სკოლა თავდაპირველად ფუნქციონირებდა თბილისის ქუჩაზე, პეტრე გოკიელის
სახლში, შემდეგ მარიამ ყაუხჩიშვილმა ქალაქის ცენტრში შეიძინა ორსართულიანი შენობა დიდი
ბაღით, სასწავლებელმა შეიცვალა ადგილმდებარეობა 1982-1983 სასწავლო წელს გადმოიტანეს
ნიკეას ქუჩაზე. ამჟამად სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლა მდებარეობს ქალაქის
სამხრეთ ნაწილში, ნიკეას N 44-ში.
ქუთაისის N 40 საჯარო სკოლა დაარსდა 1989 წელს. მან ფუნქციონირება დაიწყო როგორც ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის
საბაზო გიმნაზიამ. სსიპ ქალაქ ქუთაისის N 40 საჯარო სკოლა მდებარეობს ქალაქის სამხრეთ
ნაწილში, ნიკეას მეორე შესახვევის N 22-ში.
ნიკეას ქუჩაზე N 13-ში მდებარეობს ზურაბ ჟვანიას
სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა, რომელშიც განათლებას იღებენ ეთნიკური
უმცირესობებისა და რეგიონების საჯარო მოხელეები.
ნიკეას მეორე შესახვევის N 8-ში 2010 წლიდან
ფუნქციონირებს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქუთაისის
სასწავლო ცენტრი, რომელშიც სასწავლო პროცესი წარიმართება ოთხ პროფესიულ და ექვს სასერთიფიკაციო
პროგრამით შემდეგ სპეციალობებზე:
1. აგროლოჯისტიკის ოპერატორი;
2. საბაჟო საქმის სპეციალისტი;
3. შემფასებელი;
4. ბაგა-ბაღის აღმზრდელი-პედაგოგი.
სასერთიფიკაციო პროგრამაზე სწავლება წარიმართება ფოტოხელოვნების, ბაგა-ბაღის აღმზრდელის, შემფასებლის, მასაჟისტის, საბაჟო საქმის მიმართულებით.
მოდულ პროფესიულ პროგრამებზე მიმდინარე ეტაპზე
100 სტუდენტი სწავლობს. ხოლო სასერთიფიკაციო პროგრამებზე ცლკეული მიმართულებით სწავლება
მიმდინარეობს 12-15- კაციან ჯგუფებში.
მომდევნო 2017-2018 სასწავლო
წლიდან დაგეგმლია სტუდენტთა მიღება სამ ახალ პროფესიულ პროგრამაზე, ესენია:
,,რებილიტაცია“ ,, საბუღალტრო საქმე“ და
,,ბანკის ოპერატორი“. სასწავლო პროცესი წარიმართება კომპიუტერული ტექნიკითა და პროექტორებით
აღჭურვილ აუდიტორიებში.













Comments
Post a Comment