კულტურა

 არქიტექტურული ძეგლები

    ნიკეას დასახლების ისტორია რამოდენიმე ათეულ წელს ითვლის, ამიტომ აქ საუკუნეგამოვლილი ისტორიული ძეგლები არ გვხვდება,  არ გვაქვს მუზეუმი ან სახლ-მუზეუმები, რაც გასათვალისწინებელია სამომავლოდ, სადაც განთავსებული იქნება არა მარტო ქუჩის ისტორიის ამსახველი მასალები, არამედ ქალაქის, რეგიონის მნიშვნელოვანი ისტორიული ნიმუშები და აღმოჩენები. კულტურულ-სანახაობრივი თვალსაზრისით ბევრი რამაა გასაკეთებელი. მაგალითად, საგამოფენო დარბაზი, რომელიც მრავალ კულტურულ და საინტერესო ღონისძიების ინიციატივას, დაგეგმვასა და განხორციელებას შეუწყობდა ხელს, როგორიცაა მხატვრული ნამუშევრების ,  ნახატების, ფოტოების გამოფენა, ეს გახდებოდა ახალგაზრდობის თავშეყრის ადგილი. სასურველია ფუნქცონირებდეს სახელოვნებო-სამხატვრო სკოლა. დღეს ძალზე პოპულარული და ძვირად ღირებულია ქართული ტიხრული მინანქრის ნაკეთობები, ამ ძვირფასი საქმის მასწავლებელი და ინიციატორი ქალაქში არავინ ჩანს.  დროული და საშური იქნება თუ ტიხრული მიმანქრის სკოლა გაიხსნება ქალაქის ამ       უბანში.                                         























     მართლმადიდებლური ეკლესიები

    ნიკეას ქუჩაზე მდებარეობს  წმ.ქეთევან დედოფლის სახელობის ეკლესია, რომლის მშენებლობა დაიწყო 2008 წელს, დასრულდა 2012 წელს.ქუჩის ბოლოს მდებარეობს წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია,ის ნიკეას დასახლების დასასრულს გამავალი გზის მეორე მხარესაა, სავარაუდოდ, ეს  გზა რეზო ჭეიშვილის სახელობის ქუჩა გახდება, ნიკეას ქუჩის ბოლო გაჩერებაზე 2 წელია რაც გაიხსნა წმ.კალისტრატეს სახელობის ეკლესია. ქუჩაზე ასევე არის რამოდენიმე სამლოცველო და მშენებარე ეკლესია.
  




                                                                                  ბიბლიოთეკა


    დასახლებას ემსახურება მხოლოდ ერთი  ქალაქის N 14 საქალაქო ბიბლიოთეკა, სადაც დასაქმებულია 3  ადამიანი, წიგნადი ფონდი 27 290 ათასია, ბიბლიოთეკას 500-ზე მეტი მკითხველი ჰყავს. ბიბლიოთეკა გახსნილია და ფუნქციონირებს 1986 წლიდან. აღსანიშნავია ბატონ გიორგი კეკელიძის ინიციატივა, ნიკეას ქუჩაზე საჯარო ბიბლიოთეკის მშენებლობისა და გახსნის იდეა, რომელიც ქალაქის სავიზიტო ბარათი უნდა გახდეს. სასურველი იქნება თუ ამ მადლიან საქმეს  მეტი მხარდაჭერი და ხელშეწყობი  ეყოლება. 









Comments

Popular posts from this blog

სახელწოდება ,,ნიკეა“

საბერძნეთის ქალაქი ნიკეა

ნიკეას ქუჩის ზოგადი დახასიათება