ნიკეას ქუჩის ზოგადი დახასიათება
ქუთაისი იმერეთის მთავარი ქალაქია, ლამაზი და მიმზიდველი შენობებით, პარკებით, საინტერესო სანახაობითა და ისტორიული ძეგლებით შემკობილი. საბერძნეთის ისტორიული ქალაქის მიხედვით მიიღო ქუჩამ სახელწოდება. ნიკეას ქუჩა ქალაქის ერთ-ერთ ფართო ქუჩაა , თავისი შესახვევებით. ის უმოკლესი მანძილით, საავტომობილო გზით, რომელიც სოფელ გეგუთზე გადის, უკავშირდება ავტობანს; ამავე მიმართულებით მას კავშირი აქვს საქართველოს სარკინიგზო ხაზთან, რომელიც სოფელ ბროწეულაზე გადის.
რადგან ქალაქი მდებარეობს ზღვის სუპტროპიკული კლიმატის ოლქში ზღვის დონიდან 100-300 მეტრზე, ამიტომ ზამთარი აქ ცივი, ნაკლებად მკაცრი, ზაფხული მშრალი და ცხელი იცის. მთელი დასახლება ვაკეზეა განფენილი. მთაგორიანი ლანდშაფტი აქ არ არის. ძირითადი სატრანსპორტო მაგისტრალით, ავტობანით ნიკეას ქუჩა აკავშირებს ქალაქს ბათუმისა და ფოთის საზღვაო პორტებთან და ჩვენი ქვეყნის დედაქალაქთან. მოსახლეობის რიცხოვნობა შეადგენს 5500 კაცს. ბოლო წლებში მოსახლეობის გარკვეული ნაწილი დასაქმების მიზნით მიგრირებულია ესპანეთში, პორტუგალიაში, საბერძნეთში, რუსეთსა და იტალიაში. მოსახლეობა საქმიანობის მიხედვით დაკავებულია საჯარო სამსახურსა და კერძო ბიზნესში, შეიძლება ითქვას, რომ აქ მოსახლეობის თვითდასაქმებულთა რაოდენობა მაღალია. ნიკეას ქუჩაზე მოხვდებით N11, N19, N 28, N 36 სამარშრუტო მიკრო და N 19, N 31 ავტობუსებით.
Comments
Post a Comment