Posts

ნიკეას ქუჩის ზოგადი დახასიათება

Image
       ქუთაისი იმერეთის მთავარი ქალაქია,    ლამაზი და მიმზიდველი შენობებით,   პარკებით,  საინტერესო სანახაობითა და ისტორიული ძეგლებით შემკობილი.      საბერძნეთის ისტორიული ქალაქის მიხედვით   მიიღო  ქუჩამ   სახელწოდება.  ნიკეას ქუჩა ქალაქის ერთ-ერთ ფართო ქუჩაა , თავისი შესახვევებით.  ის უმოკლესი მანძილით, საავტომობილო გზით,   რომელიც სოფელ გეგუთზე გადის,  უკავშირდება ავტობანს; ამავე მიმართულებით მას კავშირი აქვს საქართველოს სარკინიგზო ხაზთან, რომელიც სოფელ ბროწეულაზე გადის.      რადგან ქალაქი მდებარეობს ზღვის სუპტროპიკული კლიმატის ოლქში ზღვის დონიდან 100-300 მეტრზე, ამიტომ  ზამთარი აქ ცივი, ნაკლებად მკაცრი, ზაფხული მშრალი და ცხელი იცის.    მთელი დასახლება ვაკეზეა განფენილი. მთაგორიანი ლანდშაფტი აქ არ არის.    ძირითადი სატრანსპორტო მაგისტრალით, ავტობანით ნიკეას ქუჩა აკავშირებს ქალაქს ბათუმისა და ფოთის საზღვაო   პორტებთან   და   ჩვენი ...

სახელწოდება ,,ნიკეა“

Image
    ნიკეას ქუჩა მდებარეობს  მდინარე რიონის მარჯვენა სანაპიროზე, ქალაქის სამხრეთ მხარეს. ის მოიცავს ამავე სახელწოდების პირველ და მეორე შესახვევებს, ცენტრალური ქუჩის სიგრძე 3 კილომეტრზე მეტია. სახელწოდება ,,ნიკეა’’ ქუჩას დაერქვა საბერძნეთის ქალაქ ნიკეას მიხედვით 1985 წელს. გადაწყვეტილება სახელწოდების შეცვლის შესახებ მიიღო ქალაქ ქუთაისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელმა კომიტეტმა საბერძნეთის ქალაქ ნიკეასთან დაძმობილების შემდეგ:    ,,საქალაქო საბჭოს აღმასკომი ანიჭებს რა უდიდეს მნიშვნელობას დაძმობილებულ საბერძნეთის ქალაქ ნიკეას და ქუთაისს შორის მეგობრული კავშირურთიერთობის განმტკიცებას და რომ ამა წლის აგვისტოში ქალაქ ნიკეაში ქუთაისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის დელეგაციის ვიზიტის დროს ნიკეის მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით ერთ-ერთ ქუჩას ეწოდა ქუთაისის სახელი, მხარს უჭერს საქალაქო საბჭოს აღმასკომთან არსებულ გამოჩენილ პირთა და საზოგადო მოღვაწეთა უკვდავსაყოფად სახელწოდებათა მინიჭების წინასწარ განმხილველი კომისის   წინადადებას“ ...

მომსახურე ობიექტები

Image
                                                                       ნიკეას მუნიციპალიტეტი         ნიკეას მუნიციპალიტეტი-მუშაობს და მოქმედებს არსებული კანონმდებლობით მონიჭებული უფლებამოსილებისა და ფინანსური რესურსების ფარგლებში. ადგილობრივი და რეგიონალური მნიშვნელობის პროექტების განხორციელებას სჭირდება საჯარო და კერძო სექტორების ერთობლივი მუშაობა. ქუჩის განვითარებაზე მიმართულ ღონისძიებებში საჭიროა თემის, ქალაქის და სხვა ხელოვანი თუ პატრიოტი, განათლებული ადამიანების ინიციატივა, დაგეგმარება და ფინანსური მხარდაჭერა. ნიკეას ქუჩის მოსახლეობა დღევანდელი მონაცემების მიხედვით შეადგებს 5500 კაცს. მოსახლეობას და ნიკეას ტერიტორიულ ერთეულს ემსახურება შემდეგი დასახელების ობიექტები : 1) სასურსათო მაღაზიებისა და მარკეტების ქსელის რაოდენობა-86, 2) აფთიაქი- 10, 3) სამკერვა...

საბერძნეთის ქალაქი ნიკეა

Image
                                                       ქალაქი ნიკეა, ნიკაია ათენის აგრომელაციის დასავლეთ ნაწილის გარეუბანია. მოსახლეობა აქ დასახლდა მცირე აზიის სანაპიროს დატოვების შემდეგ 1922-1933 წლებში, 1933 წლამდე ის იყო პირეუსის მუნიციპალიტეტის ნაწილი , სანამ ცალკე მუნიციპალიტეტი გახდებოდა. ქალაქს ერქვა ნეა კოკინია, 1940 წლიდან დაერქვა სახელი ნიკეა.